აცივდა გარეთ, სულშიც ქრის ქარი. ლამაზ კელაპტარს ხვემურში ვანთებ. ახლა კი ვიცი, ის ინტრიგანი ხვემურ ქვეშ რაა აქვს სინათლე სანთლებს, მკითხავს და წავა თვისი შარა- გზით. მე კი მაქვს მუდამ ერთი პასუხი, გიჯობს ანთებდე კელაპტარს ხვემურს . ვიდრემ ვლიდოდე უსანთლოდ მიწით. აცივდა გარეთ, ბღავილობს სულში. მე მელოდიის აკორდი დამრჩა, თაროზედ სადაც ვანთებდი სანთლებს და ფურცლებს სანთლის ნაღვენთი აჩნდა. დააჩნდა ჩემს სულს სინელე ხმების, მელოდიიების დაკარგა ბგერა. იქ სადღაც უკრავს შორს ბეთჰოვენი, მე შოპენის ვალსს ვიხსენებ ნელა. აცივდა გარეთ , სულშიც ქრის ქარი. ოქროყანისას მივყვები აღმართს, მე სევდიანი ვუმზერ სამარეს, იასამნები დააკლდა საფლავს...